11/01/2010ახალი პროდუქტი: VPS ჰოსტინგი
 | გთავაზობთ ჰოსტინგის ახალ პროდუქტს VPS ჰოსტინგს (იგივე VDS ჰოსტინგი), რომელიც საშუალებას გაძლევთ გქონდეთ საკუთარი ვირტუალური სერვერი „ჯეონეთის“ დატაცენტრში, რომელსაც გააჩნია აბსოლუტურად ყველა ის უპირატესობა, რაც საკუთარ სერვერს (Colocation), გაცილებით ნაკლები დანახარჯებით.
VPS ჰოსტინგს აქვს შემდეგი უპირატესობები:
- სერვერის მმართველობა აბსოლუტურად თქვენს ხელთაა, შეუზღუდავად დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
- ერთი კონკრეტული VPS სერვერის რაიმე სახით დაზიანება ან დატვირთვა არანაირ ზეგავლენას არ ახდენს სხვა დანარჩენ ვირტუალურ სერვერების მუშაობაზე.
- VPS შეუძლია თქვენთვის გამოყოფილი გარანტირებული რესურსების გარდა გამოიყენოს იმდენი ოპერატიული მეხსიერება, რამდენის საშუალებასაც იძლევა სერვერი.
- შესაძლებელია ნებისმიერი დამატებითი პროგრამის ინსტალაცია თქვენი სურვილისამებრ.
- ვირტუალური სერვერის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სახის მსხვილი პროექტების ასაწყობათ.
- ვირტუალური სერვერით თქვენ მიიღებთ გარანტირებულ მაღალი ხარისხის სერვისს.
|