უსაფრთხოების ნორმები
ინფორმაციის, რომელსაც MyHost აგროვებს მომხმარებლის შესახებ, მინიმალურია და განისაზღვრება იმ მომსახურებიდან გამომდინარე, რომელსაც მომხმარებელი უკვეთავს. ეს ინფორმაცია მოიცავს თქვენს სახელს და გვარს, კომპანიის დასახელებას, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ფაქსის ნომერს, საკონტაქტო პირის მობილური ტელეფონის ნომერს, ელ-ფოსტის მისამართს და ინფორმაციას თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ვებ-სტატისტიკის შესახებ.
კლიენტის ფინანსური ინფორმაცია, როგორიცაა მაგ. მისი საკრედიტო ბარათის ინფორმაცია, ჩვენს მიერ არ გროვდება და მათი დაცვა წარმოადგენს უსაფრთხო ტრანზაქციების განმახორციელებელ ავტორიზებული ბანკის პრეროგატივას.
რაიმე სხვა სახის პერსონალური ინფორმაცია, რომლის საჭიროებაც შეიძლება წარმოიშვას შეკვეთის შესრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე შეიძლება იყოს შეგროვებული, რაც აუცილებლად იქნება აღნიშნული ჩვენს ვებ საიტზე.
გარდა ამისა, ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციის შეგროვების ისეთ სტანდარტულ მეთოდებს, როგორიცაა ლოგ-ფაილები და ”ქუქის” (Cookies). თქვენს ინტერნეტ ბრაუზერს გააჩნია მასში ინტეგრირებული საშუალება, რათა შეინახოს მცირე ტექსტური ფაილები - ”ქუქის” (Cookies), რომელიც მას მიეწოდება რომლიმე ვებ-საიტთან ურთიერთქმედებისას. ეს ინფორმაცია გამოიყენება მომხმარებლის შემდგომი იდენტიფიცირებისათვის. მომხმარებელს შეუძლია გამოურთოს თავის ინტერნეტ ბრაუზერს ეს ფუნქცია. ლოგ - ფაილებიდან მიღებულ IP მისამართებს ჩვენ ვიყენებთ, რათა შევაგროვოთ ფართო დემოგრაფიული ინფორმაცია ჩვენი საიტის მოქმედების ტენდენციების ანალიზისათვის. IP მისამართები არ არის მიბმული პერსონალურად იდენტიფიცირებად ინფორმაციაზე.
ძირითადად, შეგროვილ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ, რათა შევასრულოთ ის ამოცანა, რომლისთვისაც თქვენ მიმართეთ ჩვენს ვებ საიტს. ჩვენს მიერ ხორციელდება ყოველგვარი უსაფრთხოების ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული არაავტორიზებული წვდომა ამ ინფორმაციაზე. კლიენტი, რომელიც მოისურვებს, რომ მიიღოს ინფორმაცია მისი ანგარიშის დეტალების შესახებ, შეძლებს ამ ინფორმაციაზე წვდომას მხოლოდ პაროლის მეშვეობით. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია აგრეთვე თქვენთან საკონტაქტოდ და/ან თქვენი ინფორმირებისათვის ჩვენი დაგზავნის სიების მეშვეობით. თქვენ საშუალება გექნებათ რათა ამოიღოთ თქვენი თავი ნებისმიერი დაგზავნის სიისა თუ ანალოგიური პროგრამული საშუალებისაგან.
ჩვენ არ გავხსნით მესამე პირებზე რაიმე პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც თქვენს შესახებ იქნა მიღებული ჩვენი ვებ საიტიდან ან სხვა რაიმე სახის ინფორმაციას, რომელიც მომხმარებლების იდენტიფიცირებას მოახდენს. თუ როდესმე მომავალში ჩვენ გადავწყვეტთ გავხსნათ ამ საიტზე შეგროვილი ინფორმაცია მესამე მხარისათვის, ეს მოხდება მხოლოდ თქვენთვის შეტყობინებისა და თქვენი ნებართვის შედეგად.
MyHost-ს შეუძლია გახსნას ნებისმიერი კლიენტის ინფორმაცია კანონიერი უფლების მქონე სტრუქტურების ზეწოლით, კლიენტის ნებართვისა თუ მისთვის შეტყობინების გარეშე, ასეთი სტრუქტურებისგან კანონის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.
ნებისმიერი ცვლილება, შეტანილი პერსონალური მონაცემების დაცვის ჩვენს უსაფრთხოების ნორმებში, განთავსდება ჩვენს საიტზე და ჩაანაცვლებს უსაფრთხოების ნორმების მოცემულ ვესიას. ჩვენ გთავაზობთ, რათა ყოველთვის, როცა იყენებთ ჩვენს ვებ საიტს, გაეცნოთ ამ დოკუმენტს, რათა დარწმუნებული იყოთ რომ ის კვლავაც მისაღებია თქვენთვის.

