სიახლეები

11/01/2010

ახალი პროდუქტი: VPS ჰოსტინგი

გთავაზობთ ჰოსტინგის ახალ პროდუქტს VPS ჰოსტინგს, რომელიც საშუალებას გაძლევთ გქონდეთ საკუთარი ვირტუალური სერვერი „ჯეონეთის“ დატაცენტრში, რომელსაც გააჩნია აბსოლუტურად ყველა ის უპირატესობა, რაც საკუთარ სერვერს, გაცილებით ნაკლები დანახარჯებით.
 
25/12/2009

საახალწლო აქცია: 50%-იანი ფასდაკლება

MyHost.ge გთავაზობთ საახალწლო აქციას: 2009 წლის 28 დეკემბრიდან 2010 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ყველა ახლად დარეგისტრირებული აბონენტი ისარგებლებს 50%-იანი ფასდაკლებით Web ჰოსტინგ მომსახურებაზე. ამისათვის, რეგისტრაციის დროს შეიყვანეთ ტექსტი “winter2010” პრომოკოდისათვის მითითებულ ველში.
 
21/12/2009

მომსახურების საფასურის გადახდა eMoney-ის მეშვეობით

2009 წლის 21 დეკემბრიდან MyHost-ის ბალანსის შევსება შესაძლებელია eMoney-ს საშუალებით.
ყურადღება!
სამუშაო დღეებში შეტანილი თანხა ბალანსზე აისახება მიმდინარე დღის 18:00 საათამდე. არასამუშაო დღეებში შეტანილი თანხა, უახლოესი სამუშაო დღის 18:00 საათამდე.
 
03/12/2009

მომსახურების საფასურის გადახდა Pay Box-ის აპარატების მეშვეობით

MyHost-ის ჰოსტინგის მომსახურების საფასურის გადახდა 2009 წლის 3 დეკემბრიდან შესაძლებელია კომპანია „ნოვას“ Pay Box-ის აპარატების მეშვეობით.
გადახდისათვის აირჩიეთ: ინტერნეტი და ტელეფონი> Geonet >MyHost >დომენის დასახელება
 
20/11/2009

მომსახურების საფასურის გადახდა OSMP აპარატების მეშვეობით

ჰოსტინგის მომსახურების საფასურის გადახდის გამარტივების მიზნით, 2009 წლის ნოემბრიდან MyHost-ის ბალანსის შევსება შესაძლებელია „მომენტალური გადახდების გაერთიანებული სისტემის“ OSMP აპარატების მეშვეობით.
გადახდისათვის აირჩიეთ: ინტერნეტი და IP ტელეფონია > Geonet >MyHost >დომენის დასახელება
 
<<< <<  1  2  3  >> >>>