ჰოსტინგ მომსახურების მიწოდების წესები და პირობები
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს “პროსერვისის” (შემდგომში მოხსენიებული, როგორც "MyHost") ჰოსტინგის მომსახურებით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი მომსახურების პირობები. MyHost უფლებას იტოვებს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში ნებისმიერ დროს და შეტყობინების გარეშე.
ჰოსტინგ მომსახურების მიწოდების წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ასევე ეთანხმება MyHost-ის უსაფრთხოების ნორმები
ანგარიშის გახსნა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება მომსახურების ღირებულების გადახდა და შეკვეთა შემოწმებული იქნება სისწორეზე MyHost-ის და/ან მისი საგადასახადო პარტნიორების მიერ. მომხმარებლი ვალდებულია მიაწოდოს MyHost-ს სწორი საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის მოქმედი ელ-ფოსტის მისამართი (რომლის დაბოლოებაც განსხვავებული უნდა იყოს სასურველი დომენური სახელისაგან). მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს სწორი, სრულფასოვანი და მოქმედი, ხოლო მომხმარებლის მიერ მისი განახლება უნდა მოხდეს რეგულარულად, რათა ინფორმაცია მუდმივად შეესაბამებოდეს მიმდინარე მდგომარეობას. ყალბი საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება აკრძალულია და შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმება.
მომსახურების მიწოდების წესები და პირობები მოიცავს მომხმარებლისადმი განკუთვნილ აკრძალული ქმედებების სიას, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც MyHost იტოვებს უფლებას შეაჩეროს ან გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში. MyHost იტოვებს უფლებას მოახდინოს ამ პირობების მოდიფიცირება ნებისმიერ დროს, რაც ავტომატურად ითვლება ძალაში შესულად მათი გამოქვეყნებით საიტზე www.myhost.ge.
აკრძალული ქმედებების სია:
1. აკრძალულია რაიმე სახით ისეთი მასალის გადაცემა ან შენახვა, რომელიც არღვევს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ კანონს ან ნორმატულ აქტს. ეს მოიცავს ისეთი მასალების გამოყენებას, რომლებიც დაცულია საავტორო უფლებებით, სავაჭრო ნიშნებით, კომერციული საიდუმლოებით ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებით, და მასალებისა, რომლებიც არიან უწმაწური/პორნოგრაფიული ხასიათის, ღირსების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი (პიროვნული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით), შეიცავენ კანონსაწინააღმეგო ქმედებისაკენ მოწოდებას და სხვა. MyHost იტოვებს უფლებას, რათა წაშალოს ნებისმიერი ასეთი სახის მასალა მისი სერვერებიდან მომხმარებლისადმი შეტყობინებისა თუ მის გარეშე.
2. აკრძალულია სპამის დაგზავნა MyHost–ის სერვერებიდან. ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც დააგზავნის სპამს, შეუჩერდება და/ან გაუუქმდება მისი ანგარიში შეტყობინებისა თუ მის გარეშე.
3. რეკლამირება, გადაცემა, ან სხვაგვარი მოქმედება, რაც მისაწვდომს ხდის ნებისმიერ სოფთს, პროგრამას, პროდუქტს, ან სერვისს, რომელიც შექმნილია, რათა ხელი შეუშალოს MyHost–ის ან ნებისმიერი ინტერნეტ სერვის პროვაიდერის საქმიანობას. როგორიცაა მოუთხოვნელი დიდი რაოდენობის ელექტრონული ფოსტის (სპამი) დაგზავნა, სხვადასხვა სახის თავდასხმები და შეტევები სერვერებზე, „იმეილ ბომბინგი“, „ფლუდინგი“, „პინგინგის“ ინიცირება და სხვა ამგვარი სახის ქმედებები.
4. აკრძალულია ანგარიშების მართვა იმ პირებისა თუ ფირმების სახელით, ისევე როგორც მათზე სერვისების გადაყიდვა, რომლებიც ჩამოთვლილია Spamhaus – ის (www.spamhaus.org) ROKSOO (Register of Known Spam Operations) მონაცემთა ბაზებში. ნებისმიერი ანგარიში, რომლის მოქმედების შედეგად MyHost–ის IP მისამართები მოხვდება ამ შავ სიაში, იქნება შეჩერებული ან/და გაუქმებული.
5. არაუფლებამოსილი მცდელობა მომხმარებლის მიერ, რათა მოახდინოს წვდომა ნებისმიერ ანგარიშსა ან კომპიუტერულ რესურსზე, რომელიც არ ეკუთვნის ამ მომხმარებელს (მაგ.. ე.წ. "კრეკინგი").
6. რაიმე სახის საშუალების გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, MyHost–ის სერვისების საფასურის გადახდის თავიდან აცილების მიზნით.
7. არაავტორიზებული წვდომა, ცვლილებების შეტანა, დესტრუქცია ან სხვა ასეთის სახის მცდელობა, ნებისმიერი ინფორმაციისა, რომელიც MyHost–ის მომხმარებლის კუთვნილებაა.
8. შეგნებულად ჩართვა ნებისმიერ აქტივობაში, რომელიც ხორციელდება რომელიმე სხვა მომხმარებლისათვის მომსახურების მიწოდებისას პრობლემების შექმნისა თუ მომსახურების შეჩერების მიზნით (A denial-of-service attack (DoS attack)).
9. MyHost–ის სერვისების გამოყენება ისეთი სახით, რომელიც ხელს უშლის სხვა მომხმარებლების სერვისების ნორმალურ ფუნქციონირებას.
10. ვებ ჰოსტინგის ანგარიშის გამოყენება, როგორც შესანახ ან/და სარეზერვო კოპირების სივრცედ, გარდა ამ ანგარიშის შესაბამისი cPanel-ის სარეზერვო კოპირებისა.
ყველა ანგარიში გაიხსნება მხოლოდ წინასწარ გადახდის საფუძველზე. MyHost–ის მომხმარებელი ვალდებულია დროულად გადაიხადოს მომსახურების საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუჩერდება აღნიშნული მომსახურების მიწოდება.
MyHost იტოვებს უფლებას, რათა ცალმხრივად გააუქმოს მომსახურების მიწოდების წესებისა და პირობების დამრღვევი პირის ანგარიში ნებისმიერ დროს შეტყობინების შედეგად ან მის გარეშე. მომხმარებელს შეუძლია გააუქმოს ანგარიში ნებისმიერ დროს შემდეგნაირად:
1. შეატყობინოს MyHost-ს ამის შესახებ წერილობით.
2. ბილინგის სისტემაში შესვლით და მომხმარებლის ანგარიშიდან გაუქმების შესაბამისი მოქმედებების შესრულებით.
ანგარიშიდან, რომელიც გაუქმდება მომხმარებლის მოთხოვნით, ავტომატურად წაიშლება განთავსებული ყველა ფაილი და მონაცემები. ასეთ დროს მომხმარებელს არ უბრუნდება MyHost-ის ნებისმიერი მომსახურებისათვის გადახდილი თანხა.
მომხმარებლის ანგარიშზე, რომელიც შეჩერებულია გადაუხდელობის გამო, განთავსებული ფაილებისა და მონაცემების შენახვის მაქსიმალური ვადა შეადგენს 2 თვეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს ჯერ არ გადაუტანია მისი ჰოსტინგ მომსახურება სხვა პროვაიდერის სერვერზე. ამის შემდეგ ეს ფაილები და მონაცემები წაიშლება MyHost–ის სერვერებიდან.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა თავისი ჰოსტინგ მომსახურება გადაიტანა სხვა ჰოსტინგ პროვაიდერის სერვერზე, MyHost იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში გაფრთხილების ან მის გარეშე, მაშინაც კი, როდესაც მომხმარებლის მიერ მომსახურებისათვის წინასწარ გადახდილი თანხის შესაბამისი პერიოდი არ ამოწურულა.
მომხმარებლის მხრიდან MyHost-ის მომსახურებაზე შეკვეთის თარიღიდან 10 (ათი) დღის შემდეგ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ხდება შეკვეთის გაუქმება MyHost-ის ადმინისტრაციის მიერ.
MyHost იტოვებს უფლებას შეცვალოს მომსახურებისათვის დადგენილი ფასები ნებისმიერ დროს, თუმცა ცვლილებები არ შეეხება უკვე შეძენილი მომსახურების სატარიფო გეგმას, ჰოსტინგ მომსახურების მოქმედების ვადის ამოწურვამდე. მოქმედების ვადის დასრულებისთანავე, მომხმარებელი ავტომატურად გადადის ახალ სატარიფო გეგმაზე გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის სურვილით მოხდება ანგარიშის გაუქმება.
გარდა იმ სარეზერვო კოპირებისა, რაც გათვალისწინებულია MyHost–ის ჰოსტინგის შესაბამის გეგმაში, MyHost არ არის პასუხისმგებელი იმ ფაილებსა და/ან მონაცემების სარეზერვო კოპირებაზე, რომელიც მომხმარებლის ანგარიშზეა განთავსებული. მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის სრულ პასუხისმგებლობაში შედის ის ფაილები და მონაცემები, რომელთა გადმოტანაც ხდება მის ანგარიშზე ან მისი ანგარიშიდან და იმ მონაცემების სარეზერვო კოპირება, რომლებიც ინახება MyHost–ის სერვერებზე.
მომხმარებლის ჰოსტინგის გეგმას გააჩნია ტრაფიკის ყოველთვიური ლიმიტი. მისი სიდიდე იცვლება მის მიერ შეძენილი ჰოსტინგის პაკეტის მიხედვით. როგორც კი მომხმარებლის მიერ ტრაფიკის გამოყენება მიაღწევს მაქსიმალურ ზღვარს, მომსახურება შეჩერდება მანამ, ა) სანამ არ დაიწყება ახალი თვე; ბ) სანამ არ მოხდება პაკეტის შეცვლა უფრო მეტი ტრაფიკის მქონე პაკეტით. პაკეტის შეცვლის შესახებ მომხმარებელი MyHost-ს ატყობინებს წერილობითი სახით.BR>
რომელიმე თვეში გამოუყენებელი ყოველთვიური ტრაფიკის ნაწილი არ შეიძლება გადატანილ იქნეს შემდგომ თვეში.
ვებ ჰოსტინგის მფლობელებს არა აქვთ უფლება გადაყიდონ სხვა პირებზე აღნიშნული ჰოსტინგ მომსახურება. ამგვარი სახის ქმედების განხორციელებისათვის უნდა მოხდეს რესელერ მომსახურების გამოყენება.
MyHost-ის რესელერები პასუხსმგებელნი არიან თავიანთი მომხმარებლების ტექნიკურ, ადმინისტრაციულ თუ სხვა რაიმე სახის მხარდაჭერაზე. MyHost არ ახორციელებს რესელერის მომხმარებელების მხარდაჭერას. რესელერები ასევე პასუხისმგებელნი არიან ინფორმაციაზე, რომლიც ინახება ან რომლის გადაცემაც ხორციელდება მათი ანგარიშის მეშვეობით და ასევე მათი მომხმარებელების მოქმედებებზე. MyHost-ის რესელერის ნებისმიერი მომხმარებელი ვალდებულია არ განახარციელოს რაიმე სახის ქმედება, რომელიც აღწერილია ამ დოკუმენტის „აკრძალული ქმედებების სია“-ში. MyHost დააკისრებს პასუხისმგებლობას ნებისმიერ რესელერს, მისი ნებისმიერი მომხმარებლის ქმედებაზე, რომელიც არღვევს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ კანონსა თუ ნორმატიულ აქტს და/ან მომსახურების მიწოდების ამ წესებსა და პირობებს.
MyHost-ის მომსახურების სარგებლობით მომხმარებელი ეთანხმება არბიტრაჟის არჩევის შეზღუდვას. თუ MyHost–ის წინააღმდეგ წარმოიშვება რაიმე სახის დავა ან მოთხოვნა, ეს საკითხი არბიტრაჟისათვის გადაეცემა MyHost–ის მიერ შერჩეულ არბიტრს. ამ არბიტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და სავალდებულო. მომხმარებელი პასუხისმგებელია ნებისმიერ და ყველა ხარჯზე, რომელიც ამ არბიტრაჟთან მიმართებაში წარმოიშვება.
MyHost-ს შეუძლია გახსნას ნებისმიერი მომხმარებლის ინფორმაცია კანონიერი უფლების მქონე სტრუქტურების მოთხოვნით, მომხმარებლის ნებართვისა თუ მისთვის შეტყობინების გარეშე.
MyHost-ის მომსახურების გარანტიები და პასუხისმგებლობის ფარგლები სრულადაა ჩამოყალიბებული წინამდებარე ჰოსტინგ მომსახურების მიწოდების წესებსა და პირობებში. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს დაიცვას და აარიდოს MyHost ნებისმიერი სახის მოთხოვნისაგან, პასუხისმგებლობისაგან, დანაკარგებისაგან, სასამართლო ხარჯებისა და პრეტენზიებისაგან, რომელიც წარმოიშვება მისი სერვისების გამოყენების შედეგად რაიმე სამართლებრივი დავის შემთხვევაში.
MyHost უფლებამოსილია ნებისმიერ დროს საკუთარი უფლებები და მოვალეობები გადასცეს მესამე პირს სრულად ან/და ნაწილობრივ. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს MyHost -ის მიერ ზემოთაღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში.

